TBGI Academy შეიქმნა იდეით — დავანგრიოთ ტრადიციული, დამქანცველი სწავლების ჩარჩოები და შევთავაზოთ ახალგაზრდებს სრულიად ახალი, ინსპირაციული გარემო, სადაც სწავლა ნიშნავს პიროვნულ ზრდას და რეალურ პროგრესს.
TBGI Academy-ის მიზანია შექმნას განათლების ისეთი სივრცე, რომელიც შთააგონებს, აღვივებს ცნობისმოყვარეობას და აძლევს მოტივაციას თითოეულ მოსწავლეს, ისწავლოს თავისი ტემპით — მაგრამ მაქსიმალური შედეგით.
ჩვენ გთავაზობთ მხოლოდ ფიზიკურ კურსებს, რომელიც იდეალურადაა მორგებული კონცენტრირებასა და შინაარსობრივ განვითარებაზე. ყველა კურსი აგებულია პრაქტიკაზე, კომუნიკაციაზე და თანამედროვე მოთხოვნებზე.
ჩვენ არ ვართ ჩვეულებრივი სასწავლო ცენტრი. აქ მოსწავლე არ არის მხოლოდ მსმენელი — ის არის შემოქმედი, მკვლევარი და საკუთარი მიმართულების არქიტექტორი. ჩვენი გუნდი აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებსაც გულწრფელად სჯერათ განათლების ძალის.